"სამსუნგმა" და "ერისიონმა" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიასა“ და ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლოობის 3-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან საქართველოშის ტერიტორიაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
„უდაოდ დიდი მნიშვნელობის დღეა, რადგან ეს არის საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ანსამბლის კიდევ ერთი აღიარება და მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ანსამბლის კეთილდღეობაზე, სასიხარულოა, რომ ამ საქმეში პასუხისმგებლობას უკვე კერძო სექტორი იღებს თავის თავზე. ამ მხრივ ძზალიან მადლობელი ვართ კომპანია სამსუნგის, რომლის დახმარებითაც ანსამბლს ძალიან მალე განახლებული კოსტიუმები ექნება. ეს არ არის მხოლოდ დახმარება ეს არის ინვესტიცია, რომელიც ერისიონის კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობა იქნება. რაც მთავარია ეს არის გზავნილი მთლიანად კერძო სექტორისთვის, რომ მეგობრებო, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ისტიტუციებს ხელი შვუწყოთ“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სამსუნგის კავკასიის კომპანიის დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ შერმანდი ჭკუასელმა მოაწერეს ხელი.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საეინტერესო დღეა, რადგან შედგა თანამშრომლობა სამსუნგსა და ერისიონს შორის. კომპანია სამსუნგი საქართველოში 2006 წლიდან, ანუ უკვე 13 წელია რაც მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვიღებთ ჩვენი ქართველი მომხმარებელბისაგან და დღეს ამ ნაბიჯით გვინდა უკან დავუბრუნოთ სიყვარული მათ, იმ კუთხით, მხრივ რომ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას, რომელიც ძალიან მდიდარი და ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით. იმედი მაქვს ეს პროექტი წარმატებული იქნება და კომპანია სამსუნგი წვლილს შეიტანს ქართული კულტურის განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში“, - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.
მემორანდუმის ფარგლებში „სამსუგნი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს ერისიონის სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.
„ასეთი დიდი გლობალური და ცნობილი ბრენდის მხარდაჭერა ძალიან სასიხარულო ამბავია არა მარტო ერისიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მათი დახმარებით მოხდება ანსამბლის კოსტიუმების სრული განახლება. ახლიდან შეიკერება საკონცერტო და სარეპეტიციო კოსტიუმები, რომელთა ავტორი დიდი მერაბ ბერძენიშვილია. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენთვის, ისე ქართული კულტურის ისტორიისთვის“, - განმარტა შერმადინ შერმანდი ჭკუასელმა.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღეენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ორგანიზებით გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135–წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წლეს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნეს.
„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა. „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსთვის.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ორგანიზებით გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.
ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.
კომენტარი