H1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გორში გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა . არსებული ინფორმაციით, ის კლინიკა "გორმედში" მკურნალობდა და გუშინწინ დაიღუპა.
გარდაცვალების მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია.
დეკმებრის შუა რიცხვებიდან დღემდე გრიპის ვირუსით გარდაცვლილ 17 ადამიანს H1N1 შტამის ვირუსი დაუდგინდა.
„შემოსული იყო მაღალი ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ამასთან იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობა“ - განაცხადა “გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.
კომენტარი