სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვესტერ სტალონეს სექსუალური ძალადობის ბრალი მოუხსნეს

ცოტა ხნის წინ მსახიობი სილვესტერ სტალონე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მისი ერთ-ერთი ფანი აცხადებდა, რომ სტალონემ ის 16 წლის ასაკში გააუპატიურა.

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესის პროკურატურამ მსახიობს ბრალი მოუხსნა. როგორც სამართალდამცველ ორგანოში აცხადებენ, არასაკმარისი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამო საქმე უკვე დახურულია.
როგორც ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, შემთხვევა 1986 წელს მოხდა და 32 წლის შემდეგ რთულია, რამე დაამტკიცო. ეს ის პერიოდია, როდესაც მსახიობი მუშაობდა ფილმზე "მთელი ძალით".
თავად სტალონემ ეს ბრალდება თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ დაზარალებულს საერთოდ არ იცნობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100