სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: გარკვეულ კითხვებს აჩენს ის, რომ 11-ჯერ მოხდა ვალის გადავადება

გარკვეულ კითხვებს აჩენს ის, რომ 11-ჯერ მოხდა ვალის გადავადება - განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ომეგას საქმესთან დაკავშირებით.

„რატომ იყო ასეთი ლოიალური მის მიმართ სახელმწიფოს კონკრეტული უწყება. ეს არის ზოგადი კითხვა, მაგრამ არავითარი კითხვა არ ისმევა ბუნებრივია ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ის კითხვა, რომელსაც ძალიან მარტივად გაეცა პასუხი. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები, სადაც იყო საუბარი რაღაც ვირტუალურ მოვლენებზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ოთხი თითით აჩვენეს მას რომ 4 მილიონი უნდა შეეტანა. აბსოლუტურად კომიკურიც არის ეს ჩანაწერები ყველაფერთან ერთად. ოთხი თითი რატომ უნდა აჩვენო ადამიანს, ერთი ვარიანტია, რომ გეშინია საკუთარ სახლში მოგისმინონ და ეს ღიმილის მომგვრელია აბსოლუტურად, მეორე ვარიანტი რა არის ესეც არ ვიცი. ანუ რეალურად აბსოლუტურად კომიკური სახე შეიძინა იმ ჩანაწერებმა რომელიც გაავრცელა დიდის ამბით ნიკა გვარამიამ, მისმა ტელევიზიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა ტელევიზიამ და ისევე მალე ჩაიფუშა ეს სპექტაკლი, როგორც მალევე დაიდგა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასევე მოხდება ყველა სხვა სპექტაკლის შემთხვევაში.

„მთავარი თეზისი რა არის, სადაც არის დანაშაული იქ ბუნებრივია არის აღშფოთების საფუძველი, მაგრამ სადაც არ არის დანაშაული და გადაცდომა და ჩვენ ამ ღირებულებებს ვეფუძნებით, ჩვენი ღირებულება არის ის, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატია, ბიზნესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ამით არის გამსჭვალული მთლიანად სახელმწიფოს სისტემა, ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება და ამაზე დგას დღეს ჩვენი ხელისუფლება, 2012 წლიდან მოყოლებული და სადაც ასეთი ღირებულებებით მოქმედებს ხელისუფელბ,ა იქ შეუძლებელია ცარიელ ადგილზე რაიმე კომპრომატის ხელოვნურად შექმნა, ეს არის მთავარი ამ ყველაფერში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100