გუშინ ღამით ვაკეში გოგონას გაუპატიურება სცადეს - ნახეთ, რას ყვება გოგონას მეგობარი გამომძიებელის გულგრილობაზე
სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომლის ავტორიც ირწმუნება, რომ წუხელ, ვაკის პარკთან რუსულად მოლაპარაკე დაუდგენელმა მამაკაცმა გოგონას გაუპატიურება სცადა.
ინტერნეტ მომხმარებელი ანი ჯანაშია "ფეისბუქზე" წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ წუხელ, ღამის 11 საათის შემდეგ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცმა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება სცადა. ანი ჯანაშია დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს:
ისე ვარ გამწარებული, დანა პირს არ მიხსნის!!! ეს ხო ქვეყანა არ არის! ეს ხო სამართალდამცავი სტრუქტურა არ არის! ჩადებაზე რომ არიან გადასულები და ფესტივალებზე და კლუბების ტერიტორიაზე დაგეშილები დაძრწიან, ემანდ ვინმეს გართობა არ მოუნდესო, ღამის 12 საათზე შუაგულ ვაკეში პატრული არ ჭაჭანებს რომ ნამდვილი კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან დაიცვან მოქალაქეები!
გუშინ, 15 აგვისტოს, სადღაც ღამის 11ს გადაცილებული იქნებოდა, როცა ჩემი მეგობარი გოგონა ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში საღამოს ცვლიდან. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მას აედევნა უცნობი მამაკაცი, რომელიც დაეკონტაქტა რუსულ ენაზე (!) და გაცნობა სთხოვა. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცი გააგრესიულდა, დაიჭირა, დაუწყო ტანსაცმელზე ჯაჯგური, გახდის მიზნით (!), ჩემმა მეგობარმა (რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ისედაც საშინლად დასტრესილს კიდევ არ დავუმატო სტრესი) ატეხა ყვირილი, ამოიღო ტელეფონი პატრულის გამოძახების მიზნით, რაზეც კიდევ უფრო გააგრესიულდა მოძალადე და დიდი ომის, ჯაჯგურის და გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხა გოგონამ გამოქცევა!
ამოვიდა ტრასაზე და შევარდა მაღაზიაში, სადაც უთხრეს, რომ ყვირილი გაიგეს, მაგრამ ეგონათ " ბავშვები მაიმუნობდნენ" და არ გამოიხედეს. მსგავსი გულგრილობა არ ვიცი, თან ღამის 12 საათზე. თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება! გოგონა იძახებს პატრულს, რომელსაც მიჰყავს განყოფილებაში. ვაკის გამომძიებელი, ვინმე ლევანი ადგენს ოქმს, სადაც საერთოდ არ აღნიშნავს სექსუალური ძალადობის შემცველ არც ერთ ქმედებას, არ აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა (და საბედნიეროდ ამის ფოტო-მასალა არსებობს, რასაც დავურთავ ამ პოსტს) და იჩენს აბსოლუტურ გულგრილობას აღნიშნულის მიმართ.
როგორც
მეგობარი
მიყვება,
იმდენად
განერვიულებული
და
დასტრესილი
იყო,
იმ
მომენტში
ვერ
მიაქცია
ამ
დეტალებს
ყურადღება.
ამბობს,
რომ
იმ
ჩვენებაში,
რაც
გამომძიებელმა
შეადგინა,
ხულიგნობას
უფრო
გავს,
ვიდრე
გაუპატიურების
მცდელობას!!
და
ეს
ყველაფერი
არ
არის
- ჩემი
მეგობარი
იღებს
"მეგობრულ
რჩევას"
გამომძიებელ
ლევანისგან,
რომ
არ
უთხრას
ეს
ამბავი
არავის,
რადგან
ჭორაობას
დაიწყებენ
და
არ
გაწყობსო.
ამაზე
საერთოდ
შოკში
ჩავვარდი!!
ანუ
არ
უნდა
ამოვიღოთ
ხმა
იმაზე
რომ
ქუჩაში
ჩვენი
გაუპატიურება
უნდათ,
რადგან
ამის
თავად
ჩვენ,
მსხვერპლებს
უნდა
გვრცხვენოდეს?!
ეს
რა
არის
საერთოდ?
გვაქვს
საფუძვლიანი
ეჭვი,
რომ
ამ
ამბის
მიჩქმალვა
უნდათ
და
თაროზე
შემოდება,
რის
უფლებასაც
არ
მოგცემთ!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs
of Georgia ასეთი გამომძიებლები გყავთ თქვენ და მსგავსი პროფესიონალები, რომლებიც ასე საშინლად
ეპყრობიან
ისედაც
საშინელ
მდგომარეობაში
მყოფ
ახალგაზრდა
გოგოს!
ვიმეორებ,
არ
მოგცემთ
ამ
ამბის
მიჩქმალვის
უფლებას!
ყველამ
გაიგოს
რა
ხდება
დღეს
საქართველოში,
ვის
დასდევენ
და
ვინ
დაპარპაშებს
თავისუფლად!!!
შსს-ში მომხდარის შესახებ დილიდან არკვევენ, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი იციან.
კომენტარი