„m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა იწყება ბინების ჩაბარების პროცესი
თბილისი,7 ოქტომბერი, 2015– დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, განაცხადა „m²ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ბინების ჩაბარების პროცესის დაწყების შესახებ. „m²ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს. მობინადრეებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდებათ, სადაც ასევე დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დასრულებულ კომპლექსში პირდაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში
საცხოვრებელ კომპლექსს „m² ნუცუბიძეზე“ მოსახერხებელი მდებარეობა აქვს – კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე აქვს 24-საათიანი დაცვა და სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის მომსახურება, რის საფასურსაც ახალ მოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით,„m²ნუცუბიძეზე“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის - პირველად საქართველოში შენობაში დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-სლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით,
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”„m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 221 ბინიდან, მხოლოდ 25 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ნუცუბიძეზე“ პროექტის მშენებლობისთვის თანხა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ(IFC) და კანადის მთავრობამ გამოყვეს.
კომპლექსი „m²ნუცუბიძეზე“ დეველოპერული კომპანიის მესამე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო საცხოვრებელ კომპლექსში „იპოდრომი 2“, წინასწარი გაყიდვების პროცესი წარმატებით წარიმართა, „იპოდრომი 2“-ის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.
დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე :www.m2.ge
m² -ის შესახებ:
დეველოპერული კომპანიისm² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m²საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge
კომენტარი