სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საიდუმლო მიმოწერა შედგა წულუკიანსა და საპატრიარქოს შორის და რითი იმუქრება მართლმადიდებლური მრევლი?

ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარი რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს და იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის აიდი ბარათებთან დაკავშირებული საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვს.

საგინაშვილის თქმით წულუკიანის უწყებამ საპატრიარქოს ამ თემასთან დაკავშირებით 15 კითხვით მიმართა, პასუხები კი გასაიდუმლოებულია. საგინაშვილი წულუკიანს ურჩევს თავი დაანებოს ორმაგ თამაშს და ეკლესიის პოზიცია მოსახლეობას გააცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ათეულ ათასობით მორწმუნე მართლმადიდებელი პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აცხადებს ჟურნალ ქვაკუთხედის მთავარი რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი. ღია წერილში „ქვაკუთხედის“ რედაქტორი თეა წულუკიანს ღია დებატებშიც იწვევს. „ნუ აღიმაღლებთ თავს და დაჯექით ჩვენთან დებატებში თქვენი არგუმენტებით,თუ ოდნავ მაინც დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და დაე,საზოგადოებამ განსაჯოს,თუ ვისი პოზიციაა ყალბი და ვისი-არა“. ნათქვამია ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარი რედაქტორის ხათუნა საგინაშვილის მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100