SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს ”Lifestyle Chooser”-ს სთავაზობს
SOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე
მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად
პერსონიზირებული შეთავაზებები გავუკეთოთ SOLO-ებს, მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი
- “Lifestyle Chooser”-ი დაემატა. მისი დახმარებით,
მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს მისთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle
(არასაბანკო) შეთავაზების ნახვას.
Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება: მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს
მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც,
მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე იღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ
შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა
მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური
ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის:
https://mbank.bog.ge/8dSN
“Lifestyle Chooser”-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის
შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც
სააგენტო JWT მეტრომ იმუშავა. აღნიშნული კატეგორიებია:
გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა;
სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია.
ვიდეოს სანახავად,
ეწვიეთ https://bit.ly/3ukeNv0
„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება
კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში
ახალი ფუნქციონალი - Lifestyle Chooser ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური
დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი,
პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან
შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს.
დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო
სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური
დირექტორის მოადგილე.
კომენტარი