დამდუღრული ბავშვი და მისი მშობლები ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე არ გამოატარეს
6 ივლისს, გვიან ღამით, ზუგდიდიდან თბილისში გადმოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ დილით, გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდუღარეში ჩავარდა. სტურუების ოჯახი, რომლებსაც დამდუღრული ბავშვის თბილისში გადმოყვანა უნდოდათ, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ენგურის ხიდთან იყვნენ, თუმცა, ბავშვის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ისინი რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მიმართულებით არ გაატარეს.
სტურუები იძულებულნი გახდნენ, ზუგდიდში შემოვლითი გზებით გადასულიყვნენ, იმ დროის განმავლობაში კი, რაც გადასვლას დასჭირდა, ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ ბავშვს პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადაიყვანეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი