სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მექსიკის პოლიციამ 10 თავმოჭრილი გვამი იპოვა

მექსიკის პოლიციამ 10 ადამიანის თავმოჭრილი გვამი იპოვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

პოლიციამ ქალაქ ტოროენში სატვირთო მანქანაში ქალის სამი და კაცის შვიდი თავმოჭრილი გვამი იპოვა.

მოკლულების თავები სამართალდამცველებმა ავტომაგისტრალზე საბარგო ავტომანქანის ახლოს იპოვეს. ასევე აღმოჩენილია მუქარის წერილები.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალეხანდრო პოიერი აცხადებს, მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოკარტელებს "ძეტას" და "შინალოა" შორის დაწყებულ ომთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100