სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ მაკკეინი ნატოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

“ჩიკაგოს სამიტი შესანიშნავია შანსია, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში წევრობის მიმართ. მოგიწოდებთ განაგრძოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ეს თბილისის წევრობის კარგი რუკა იქნება”, - ამის შესახებ ნათქვამია ჯონ მაკკეინის მიერ ჰილარი კლინტონისთვის გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში სენატორი საქართველოს პარტნირობაზე ავღანეთში და ქვეყნის დემოკრატიულ სწრაფვაზე ამახვილებს ყურადღებას. მაკკეინის თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციას.

სენატორი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ ჩიკაგოს სამიტი გამოიყენონ იმისათის, რომ კიდევ ერთხელ დადასტრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100