სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულმა კომპანიამ„m²“ 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა

თბილისი,22მაისი, 2014–დეველოპერულმა კომპანიამ „m²“,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა.

აშშ დოლარში დენომინირებული, ერთწლიანი ობლიგაციებისგამოშვების თაობაზე დეველოპერულმა კომპანიამ „m²“ ერთი თვის წინ განაცხადა. თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება „m²“–ის ობლიგაციებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცა საკუთარი ფული უკეთესად დაესაქმებინა.

„მოხარული ვართ, განვაცხადოთ „m²“–ისობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რის შედეგადაც ობლიგაციების განთავსება სულ ერთ თვეში დასრულდა. დეველოპერული კომპანია „m²“განაგრძობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და მომავალშიც გეგმავს მომხმარებელს შესაძლებლობა მისცეს დააბანდოს საკუთარი თავისუფალი ფინანსური სახსრები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებში. ხსენებული ობლიგაციების გამოშვებით„m²“-მა, რომელიც,ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხითაქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოახდინა მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m²“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bonds.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100