ქარელის გადასახვევთან ავარიას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა
ავარია მოხდა წუხელ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, რომელსაც 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქარელის გადასახვევთან მოხდა.
დრონი.ჯი მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ესაუბრა: სამინისტროს ინფორმაციით მანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ბავშის დედა მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყოს ორსული ქალბატონიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია უკეთდება. რაც შეეხება 6 წლის გოგონას ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. ასევე დაშავებულები არიან მძღოლი და მძღოლის დედაც, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი