სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაზე ძნელი, ამ ყველაფრის ყურება და უმოქმედობაა...სასაფლაოზე უარესი სანახავია გადამწვარი ტყე...იმდენი ხალხი ომობს აქ"

აკა სინჯიკაშვილი ბორჯომში იმყოფება და იქიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

ძალიან მძიმე ღამეა ბორჯომის ხეობაში :/ ხალხი აქ რაღაცნაირად შეცვლილია. ერთმანეთს სთავაზობენ სიგარეტს, პატრული პირგამეხებული არ დგას და აი რითი დაგეხმაროს არ იცის, მაღაზიაში გამყიდველმა თავისთვის შენახული ერთი პური მოგვცა და ბოდიში მოიხადა - 3 ნაჭერი მე შევჭამეო :/ არავინ არავის არაფერს აბრალებს, ამდენი ხალხია და ხმაური ძალიან არ ისმის, ჩუმად ლაპარაკობს თითქმის ყველა. საგანგებო სამსახურები აი არაადამიანური თავგამეტებით მუშაობენ. ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, მანქანაში ვსხედვართ და გიჟებივით ვუყურებთ აბრიალებულ მთას და აი ყველას გვგონია რომ ერთი აი ძალიან დიდი თქეში მოვა და ასანთის ღერივით ჩააქრობს. ყველაზე ძნელი, ამ ყველაფრის ყურება და უმოქმედობაა …:/სასაფლაოზე უარესი სანახავია გადამწვარი ტყე :/ იმდენი ხალხი ომობს აქ და იმდენია ამ ომში ჩაბმის მსურველი, აუცილებლად მოვერევით ..❤
არ შეგეშინდეთ,ხვალ უკეთესი დღე იქნება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100