მოსკოვში ტერაქტებს საიდ ბურიატსკის მიმდევრები ამზადებდნენ
18 ივლისს უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ძალოვნებმა გააუვნებელყვეს მოსკოვის რეგიონში ფართომასშტაბიანი ტერაქტების ჩატარების მცდელობა, რომლებსაც დაკავებული 4 ჩრდილოკავკასიელი ამზადებდა.
ცხადდება დაკავებულების ვინაობა. ესენი არიან: გროზნოს მკვიდრი მურად ედილბიევი, ყაბარდო-ბალყარეთის მოქალაქე ისლამ ხამჟუევი, ინგუშეთში დაბადებული მურად უსმაევი და მორდვეთის მცხოვრები ფიარიდ ნევლიუტოვი. გამოვლენილია მათი რამდენიმე თანამზრახველი.
დაკავებულებს ამოუღეს იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და რუკები ტერორისტული აქტების ადგილების მითითებით.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული ჯგუფის წევრები არიან გასულ წელს ინგუშეთში მოკლული ბოევიკების ლიდერის ტიხომიროვის (საიდ ბურიატსკის) მიმდევრები, რომლებმაც დავალება უშუალოდ "იმარატ კავკაზის" ხელმძღვანელის, დოკუ უმაროვისგან მიიღეს- აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო უწყებები.
კომენტარი