ბურჯანაძემ ივანიშვილს უპასუხა: მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ პრობლემებია
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ ერთობლივად სააკაშვილთან და არა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ბრძოლით არის შესაძლებელი დღევანდელი რეჟიმის შეცვლა.
"ჩემი პოზიცია არის უპრეცენდენტო, როგორც პოლიტიკური ლიდერის, რომელიც უარს აცხადებს პოლიტიკურ ამიბიციებზე ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. ამ წინააღმდეგობაში კი "ქართული ოცნებისგან" რეალური პასუხი არ მიგვიღია. მინდა დავსვა კითხვა, ხომ არ არის მართალი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე "ქართული ოცნებიდან" ამას ხელს უშლის? იმის დასადასტურებლად რაც იწერება ქართულ პრესაში, რომ პრობლემები არსებობს ქართულ ოცნებაში". - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის შეფასებით, თუ ასეთი დინამიკით სვლა გაგრძელდა, ჩვენ შესაძლოა ვერ მივიღოთ ის შედეგი, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება "ქართული ოცნებისგან".
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ "სახალხო კრების" ლიდერებთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძის მისამართით კრიტიკული დამოკიდებულება გამოთქვა და მას პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდა.
კომენტარი