ხელვაჩაურის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კორონავირუსით დაინფიცირდნენ
ხელვაჩაურის მერიაში კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც ხელვაჩაურის მერიაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ინფიცირებულია მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ნატო შერვაშიძე. ისინი თვითზიოლაციაში იმყოფებოდენენ და გეგმური კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.
უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიის ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში აუღეს.
„ხელვაჩაურის მერიაში ორი ინფიცირებული გვყავს. ესენი არიან, ხელვაჩაურის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა. ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, - განაცხადეს ხელვაჩაურის მერიაში.
კომენტარი