ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს
ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს. ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს 19 ნოემბრიდან ეძებდა.
რა უძღოდა წინ უბედურ შემთხვევას, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გიუნაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალებში იმ ადგილიდან კადრები დევს, სადაც გიუნაშვილი გარდაცვალებამდე გადაადგილდებოდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი ქრება.
ამ დროისათვის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი