სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფული და მასთან დაკავშირებული დაავადებები

ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები კუჭის წყლულს, დეპრესიას, თავისა და წელის ტკივილებს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ კრიზისს შესწევს ძალა ადამიანი ფსიქიკურ დაავადებებამდე მიიყვანოს, ამის საფუძველზე კი თავს იჩენს ფიზიკური პრობლემებიც.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 27 პროცენტი, რომელთა სადარდებელიც ფულს უკავშირებდა კუჭის წყლულით იტანჯება. აღნიშნული დაავადება ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრების მქონე ადამიანების მხოლოდ რვა პროცენტს აწუხებს.

ფინანსური პრობლემები 44 პროცენტში თავის ტკივილებს, 65 პროცენტში კი წელისა და კუნთების ტკივილებს იწვევს.

ყველაზე ხშირად მსგავსი პობლემები აწუხებს ადამიანს, რომელიც ფინანსურ ცხოვრებას გეგმავს და შემდეგ ამ გეგმის შესრულება უჭირს. პირველ რიგში ეს ყოველივე დეპრესიას იწვევს, ნერვული აშლილობა კი ყოველგვარი დაავადების საწყისია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100