
მაშველებმა მესტიაში ადიდებული მდინარიდან მამაკაცი ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი, წყლიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გუიშინ სოფელ ჭუბერს სტიქია დაატყდა თავს - ჩამოშლილი მთის ნაწილმა მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფლები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
კომენტარი