
თბილისის ზღვასთან მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე - მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ცნობილია, ის თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია.
სუიციდამდე მამაკაცს პოლიციამ მიუსწრო და მისი გადარჩენა შეძლეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წყარო: რუსთავი2
კომენტარი