
საფეხბურთო კლუბმა ტრიბუნებზე გულშემატკივრები სექსთოჯინებით ჩაანაცვლა (ფოტო)
სამხრეთკორეულმა საფეხბურთო კლუბმა „სეულმა“ ტრიბუნებზე გულშემატკივრები სექსთოჯინებით ჩაანაცვლა. ამის შესახებ გამოცემა Goal-ი წერს.
სახალისო ფაქტი 17 მაისს „გვანჯუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაფიქსირდა, რომელიც „სეულის“ გამარჯვებით (1:0) დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა.
სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Dalcom-მა „სეულს“ ტრიბუნებზე „მაღალი ხარისხის მანეკენების“ განთავსება შესთავაზა. საბოლოოდ, კლუბმა კომპანიისგან 30 სექსთოჯინა შეიძინა.
კომენტარი