სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროხოროვთან დებატების დროს ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას „პროსტიტუტკა“ უწოდა (ვიდეო)

ვლადიმირ ჟირინოვსკისა და მიხეილ პროხოროვს შორის დებატები რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში სკანდალში გადაიზარდა. ერთმანეთს არა დებატების მონაწილეები, არამედ ვლადიმირ ჟირინოვსკი და ალა პუგაჩოვა დაუპირისპირდნენ.

ალა პუგაჩოვა მიხეილ პროხოროვის მხარდამჭერთა გუნდს წარმოადგენდა და დარბაზში ბიზნესმენის მომხრეებთან ერთად იჯდა. გაცხარებულმა ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას ხმის ჩაწყვეტა მოსთხოვა, რასაც პრიმადონად აღიარებული მომღერლის რეპლიკა მოჰყვა: „ნუ ღრიალებთ!“.

ამ რეპლიკამ ჟირინოვსკი საბოლოოდ გამოიყვანა წყობილებიდან: „თქვენ, მსახიობები, ისეთები ხართ, როგორც უკანასკნელი პროსტიტუტკები, რომლებიც ყველას ქვეშ უწვებიან... თქვენ იწექით და ისევ დაწვებით კრემლის წინ და მე თქვენ დაგაფურთხებთ“, - მიმართა ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას.

კადრებში კარგად ჩანს, რომ ალა პუგაჩოვა საკმაოდ განერვიულდა - მას ხელებიც კი აუკანკალდა, თუმცა, თავი მაინც შეიკავა და მხოლოდ საპასუხო რეპლიკით შემოიფარგლა: „თქვენ ქვეყნის სირცხვილი, უბრალო კლოუნი და ფსიქოფატი ხართ!“, - მიმართა მან ჟირინოვსკის.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ალა პუგაჩოვას პირად ცხოვრებასაც გადაჰკრა შოლტი. როცა გადაცემის წამყვანმა მიანიშნა ალა პუგაჩოვას, რომ ახლა ჟირინოვსკის სასუბრო დროა, ჟირინოვსკიმ ჩააკერა:

„მას ეს არ ესმის. მან მხოლოდ ყოველ 5 წუთში ქმრების გამოცვლა იცის“.

არსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანმა ვლადიმირ ჟირინოვსკის ქცევა არ მოუწონა: „რასაც თქვენ აკეთებთ, ეს სახალხოდ საკუთარი თავის დასაფლავებაა“, - უთხრა მან რუს პოლიტიკოსს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100