სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრომეთეს მღვიმიდან მოტეხილი სტალაგმიტი ტურისტმა საცვალში შეინახა

პრომეთეს მღვიმეს უკვე სტუმრობენ ტურისტები, რაც მხოლოდ სასიხარულოა, მაგრამ ზოგჯერ ისინი საკმაოდ უცნაურადაც იქცევიან. ასე მაგალითად, დღეს პრომეთეს მღვიმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შვიდკაციანი ტურისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დააკავეს, რომელმაც მღვიმიდან სტალაგმიტი მოტეხა და მისი გაპარება ფრიად უჩვეულო მეთოდით გადაწყვიტა: დაახლოებით ოცდაატსანტიმეტრიანი ნატეხი საცვალში გადამალა.

როცა დაახლოებით 22 წლის გოგონას უკანა ტანზე საეჭვო ამობურცულობა შეამჩნია, დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ჯერ დაიბნა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ჯგუფი მღვიმიდან გასვლამდე გააჩერა. რადგან ტურისტი კატეგორიულად უარყოფდა საცვალში რაიმე უცხო სხეულის არსებობას, დაცვამ სპეციალურად გამოიძახა პატრულის რამდენიმე, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რათა ურჩ ტურისტს ჩხრეკა ჩატარებოდა, მაგრამ როცა ტურისტმა მღვიმეში შემოსული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალი დაინახა, გატყდა და საცვლიდან სტალაგმიტის ნატეხი საკუთარი ნებით ამოიღო.

ტურისტი დაპატიმრებას გადაურჩა, თუმცა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი გაუფორმეს და ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლით დააჯარიმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100