პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება
პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ამნისტიის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესერლიამ გლდანის #8-ე საპყრობილესთან გუშინ განაცხადა.
ბესელიას თქმით, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც მას ექნება, არის ის, რომ გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას ყველა იმ საქმეს, რომელიც იყო დახურული და გასაიდუმლოებული.
"საზოგადოებამ ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ სამარცხვინოდ ხდებოდა ამ საქმეების შეთხზვა. ყველა ფურცელი უნდა გახდეს საჯარო და ამის შემდეგ მათ არ დარჩებათ არაფერი სალაპარაკო. ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება, როცა ადვოკატები ამ პროცესში ჩაერთვებიან", - აღნიშნა დეპუტატმა.
13 იანვარს ციხეები პოლიტპატიმრის სტატუსით 190-მა პირმა დატოვა.
კომენტარი