სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მკურნალობენ კიბერნარკომანიას საქართველოში?!

კიბერნარკომანია ანუ ვირტუალურ სამყაროსთან მიჯაჭვულობის სინდრომი დღეს განვითარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.
დსფლკსდფსდკფლ;
კომპიუტერთან მიჯაჭვულობით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და, როგორც უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ის არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რაოდენობას.
დსფლკსდფსდკფლ;
პრობლემის სირთულის შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, შესაბამისად, საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის, თუ რას წარმოადგენს კიბერნარკომანია და როგორი ნეგატიური შედეგები მოაქვს მას როგორც ზოგადად ინდივიდისთვის, ასევე მის გარშემო მყოფი სოციუმისთვის.
დსფლკსდფსდკფლ;
ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საინტერესო კიბერნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა იქნება, უფრო კონკრეტულად, ჩვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ მიმართულებებზე, რაც ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება საქართველოში.
დსფლკსდფსდკფლ;
ხანგრძლივი ძიებისა და მცდელობის მიუხედავად თბილისში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისეთი ფსიქოლოგის პოვნა, ვისაც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობის მცირე გამოცდილება მაინც ექნებოდა. მათი უმრავლესობა ამ თემაზე მხოლოდ ზედაპირული საუბრით შემოიფარგლა, ზოგი კი პირდაპირ ამბობს, რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჯერ მასთან არც ერთი პაციენტი არ მისულა, შესაბამისად, ის მეთოდები, რაც თეორიულად არის მიღებული და ჩამოყალიბებული, პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ.
დსფლკსდფსდკფლ;
ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში სპეციალური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებია შექმნილი კიბერნარკომანიით დაავადებულთათვის და მათ, ისე როგორც ჩვეულებრივ ნარკომანებს, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი უტარდებათ, რომელიც ხშირად თვეობით გრძელდება და პაციენტების სრულ იზოლაციას მოიცავს, როგორც ვირტუალურ, ასევე ჩვეულებრივ, ყოფითი სამყაროსგან.
დსფლკსდფსდკფლ;
მსგავს ცენტრებს, ძირითადად, სახელმწიფო აფინანსებს, რადგან ასეთი პაციენტების მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურაა.
როგორც სამედიცინო ლიტერატურაშია აღწერილი, მკურნალობას თან ახლავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე: ადამიანს, რომელსაც გააჩნია მიდრეკილება ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობისა რაიმეზე, ან თუნდაც ვინმეზე, ამ მიჯაჭვულობის ობიექტი გამუდმებულ ცვალებადობას განიცდის, შეიძლება ის არ დაინტერსდეს ინტერნეტით, მაგრამ გადამეტებული ინტერესით ჩაეფლოს რაიმე სხვა სფეროში, რაც ასევე გამოიწვევს მის პარალიზებას სხვა ასპარეზებზე.
დსფლკსდფსდკფლ;
შესაბამისად, ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ მოაშორო ინტერნეტს, სრულიად არ ნიშნავს განკურნებას. ასეთი პაციენტები შემდეგ უკვე გაათმაგებული ძალისხმევით ეძებენ სხვა მიჯაჭვულობის ობიექტს.
დსფლკსდფსდკფლ;
საქართველოში ჯერჯერობით სიტუაცია იქამდე არ მისულა, რომ სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა გახდეს საჭირო, ამასაც თავისი ობიექტური მიზეზი აქვს: ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი დიდი არ არის და ის, ძირითადად, დედაქალაქით შემოიფარგლება, თუმცა კიბერნარკომანიისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის უმუშევრობის მაღალი დონე ქვეყანაში.
დსფლკსდფსდკფლ;
არსებობს ასაკობრივი ცენზიც. ინტერნეტის მომხმარებლები უფრო ბავშვები და თინეიჯერები არიან. რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება ბრძოლა კომპიუტერთან მიჯაჭვულობის თავიდან ასაცილებლად, მით უფრო ეფექტურია ის, შესაბამისად, მცირე ასაკის ბავშვებთან ეს საკითხი შედარებით მარტივად წყდება. ინტერნეტისგან მოშორება, სხვა გასართობით დაკავება, სპორტზე ან რომელიმე სხვა წრეზე სიარული ხშირად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
დსფლკსდფსდკფლ;
თბილისში ბევრი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს. მათი უმრავლესობა მსურველებს უფასო სატელეფონო კონსულტაციებსაც უტარებს, თუმცა რამდენად კვალიფიციურს, ეს უკვე სხვა საკითხია.
დსფლკსდფსდკფლ;
თავდაპირველად ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ცენტრში დავრეკეთ, ოპერატორს ტიპიური კიბერნარკომანის კლასიკური სახე აღვუწერეთ და დახმარება ვთხოვეთ. კონსულტაციას დაახლოებით ასეთი სახე ჰქონდა: გაიჩინეთ სხვა გასართობი, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ ბუნებაში, უპირატესობა რეალურ ურთიერთობებს მიანიჭეთ და ასე შემდეგ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ასეთი არაკვალიფიციური კონსულტაცია შედეგს ვერ გამოიღებს.
დსფლკსდფსდკფლ;
მეორედ უკვე როგორც დაინტერესებულმა პირმა ისე დავრეკეთ და ვიკითხეთ, რამდენად ხშირად მიმართავდნენ მათ ამ პრობლემით, ამჯერად პასუხი ასეთი გახლდათ:
დსფლკსდფსდკფლ;
,,საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ, მაგრამ არა ახალგაზრდები, არამედ მათი მშობლები. ხშირად გვთხოვენ, რომ მათ შევხვდეთ და ვუთხრათ, თუ როგორ გამოიყვანონ შვილები ამ მდგომარეობიდან, სამწუხაროდ ასეთი ინდივიდუალური კონსულტაცია ფასიანია და უმრავლესობას მისი გადახდის საშუალება არ აქვს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოხალისე სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან სტაჟირებას გადიან, სურვილისამებრ მუშაობენ დაინტერესებულ პაციენტებთან, რამდენად აქვთ შედეგი, ამის მონიტორინგს არ ვაწარმოებთ”.
დსფლკსდფსდკფლ;
ასეთ ცენტრებში, თუკი თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ, ყველა იმ ადამიანის ნომერსა და კოორდინატებს მოგაწვდიან, ვისაც ოდესმე მაინც რაიმე შეხება ჰქონია ფსიქოლოგიასთან, ასევე შეგიძლიათ იმის მიხედვით აირჩიოთ ექიმი, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის მკურნალობის ღირებულება.
დსფლკსდფსდკფლ;
როგორც ირკვევა, ასეთი ძვირადღირებული ფსიქოლოგები კიბერნარკომანიასაც საკმაოდ წარმატებით ებრძვიან ყველა შესაძლო მეთოდით, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებს, სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს, ცურვას, ცეკვას, სიმღერას, ექსკურსიებსა და სხვა სახის თერაპიებს, მთავარია თქვენ ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტი გეყოთ და ვირტუალური სამყარო და სოციალური ქსელები საერთოდ აღარ დაგჭირდებათ.
სეანსის ფასი 70 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება ჩვენს თხოვნას, რამდენიმე მარტივი მეთოდი გაემხილათ ჩვენთვის, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან როგორც განგვიმარტეს, ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს და ერთი უნივერსალური მეთოდი არ არსებობსო. მართლაც ასეა: ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, თან როცა იცი, რომ ეს მიდგომა საკმაოდ ძვირად ფასობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100