
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა - საგარეო
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
კომენტარი