
ესპანეთში ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს
ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს. ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ესპანეთის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, ესტეპონაში, მარბელაში და ალიკანტეში 2 დღის წინ ჩატარდა.
დაკავებულებს საცხოვრებელი სახლების ძარცვას და ფულის გათეთრებას ედავებიან.
ირკვევა, რომ მასშტაბურ სპეცოპერაციაში ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და FBI-ის 350-მდე აგენტი იღებდა მონაწილეობას.
კომენტარი