სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რას კარგავს ადამიანი კბილებთან ერთად

კბილებთან ერთად ადამიანი მეხსიერების უნარს კარგავს და რაც უფრო ნაკლები კბილი აქვს ადამიანს მით უფრო მეტად უჭირს მის ტვინს ახალი ინფორმაციის შენახვა. აღნიშნული დასკვნა 55 წელს გადაცილებულ 273 ადამიანზე დაკვირვების შედეგად იქნა გამოტანილი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანის კბილების რაოდენობასა და მეხსიერებას შორის კავშირის დადგენაც სცადეს, მაგრამ ამ კითხვის ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კბილების რაოდენობის შემცირება ასუსტებს სენსორულ სიგნატებს, რომელსაც კბილები ტვინს გადასცემს, რაც შესაძლოა მეხსიერების დაქვეითების მიზეზი იყოს.

იგივე კვლევა მეცნიერებმა თაგვებზეც ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ კბილები დაკარგვასთან ერთად ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები მათაც უჩნდებათ. თაგვების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის მიზეზიც დადგინდა. როგორც აღმოჩნდა კბილებთან ერთად ამ ცხოველის ორგანიზმში იკარგება ნეირონები და ურონები, რაც მათ მეხსიერებაზე ცუდად მოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100