სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია კვლავ დაბნეულია

გუშინ, ჭადრაკის სასახლეში მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლეს" დამფუძნებლის, იური ვაზაგაშვილის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტოს გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა იყო მიწვეული. ჭადრაკის სასახლეში ოპოზიციურ ძალებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოების და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებმაც მოიყარეს თავი.
დსფსდოპგიკდფოპგ
შეხვედრაზე მოძრაობა "გადარჩინე სიცოცხლემ" პოლიტიკურ პარტიებს კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გეგმის თანახმად, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებასთან საბრძოლველად უნდა გაერთიანდნენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ.
დსფსდოპგიკდფოპგ
შეხვედრაზე "ეროვნულმა ფორუმმა" პირობა დადო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან პოლემიკაში არ შევა და მზად არის თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ხელისუფლებასთან ბრძოლის მზადყოფნას გამოთქვამს.
დსფსდოპგიკდფოპგ
"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას თქმით, პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ლეგიტიმაცია სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მისცეს.
დსფსდოპგიკდფოპგ
"ხელისუფლება სამართლიან არჩევნებზე წამოსვლას არ აპირებს. იგი ამ საკითხზე არას გვეუბნება, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ, რომლის აღმასრულებლებიც ვიქნებით ჩვენ - პოლიტიკური პარტიები", _ აღნიშნა შარტავამ.
დსფსდოპგიკდფოპგ
"დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს" წევრმა გიორგი კომახიძემ განაცხადა, რომ 25 ნოემბერი ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისია.
დსფსდოპგიკდფოპგ
კომახიძის თქმით, "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" უკვე დიდი ძალაა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, კრებას შემოუერთდნენ".
დსფსდოპგიკდფოპგ
"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური თვლის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი მხოლოდ გაერთიანებული ძალებით აქვს. "ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა გამარჯვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან, დღეს არსებულ პირობებში კი, ხელისუფლებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ დაამარცხებს" - განმარტა ძიძიგურმა.
დსფსდოპგიკდფოპგ
შეხვედრის დასასრულს ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები შეხვედრებს ორი თვის განმავლობაში მართავდნენ და ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმებს აცნობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100