"ვიკილიკსზე" სკანდალური, საიდუმლო მასალები გამოქვეყნდა
ინტერნეტსაით "ვიკილიკსზე" განთავსებულ საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. მილიონობით კონფიდენციალური დეპეშის გამოქვეყნებამ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს მოვლენა უკვე შეფასდა, როგორც "ყველაზე დიდი საინფორმაციო ბომბი" ისტორიის მანძილზე.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
ირკვევა, რომ დეპეშები იგზავნებოდა აშშ-ის სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული საელჩოებიდან. გზავნილები წარმოადგენს საელჩოების თანამშრომლების პირად საუბრებს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, ჟურნალისტებთან, დისიდენტებთან, მეცნიერებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ ინფორმაციებმა. ამ დოკუმენტებიდან ბევრი რამის შეტყობა შეიძლება რუსი პოლიტიკოსების კორუფციონერობაზე, პოლიტიკური ბრძოლების თავისებურებებზე, ოპოზიციონერების მიერ ამერიკელ დიპლომატებთან გამოთქმულ მკვეთრ, კრიტიკულ განცხადებებზე, ასევე კრემლის ლიდერებზე და სხვა.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა, თუ ვის აძლევდა ხელს ამ ინფორმაციების საჯაროობა. დასახელდა რამდენიმე ვერსია: მათ შორის, ობამას წინააღმდეგ შიდა ძალების მოქმედება, მასალების შეგნებული გავრცელება სპეცსამსახურების მიერ და სხვა, თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ ოფიციალური ვერსიის სისწორესაც, რომლის მიხედვით ინფორმაცია ერთ-ერთმა სამხედრომ გაიტანა, რომელსაც დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდა.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
მსოფლიოში დიდი რეზონანსი მოჰყვა ერაყის და ავღანეთის მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს. ამ გზავნილების მიხედვით, საუდის არაბეთის მეფე აშშ-ს ირანზე თავდასხმას სთხოვდა. როგორც ვარაუდობენ, ეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში ვითარებას დაძაბავს.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
დოკუმენტების უმრავლესობა უკვე მოხვდა დასავლური გაზეთების პირველ გვერდებზე. ირონიულად შენიშნავენ, რომ რუსეთს, მედიაზე არსებული ცენზურის წყალობით, ეს არ ემუქრება, თუმცა, რუსული ინტერნეტით უკვე ბევრი ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რაც კრემლისათვის მთლად მისაღები არ არის.
დფსსდგდფგ
დფსსდგდფგ
როგორც ირკვევა, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი უკვე საკმაოდ არის შეშინებული საკუთარი საუბრების გამო ამერიკელ დიპლომატებთან. გამოქვეყნებულ მასალებში საქართველოც ფიგურირებს, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს პერიოდში შექმნილი ვითარების შესახებ რამდენიმე ცნობაა მოყვანილი.
რაც შეეხება თავად ამერიკელებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს გააკეთა განცხადება ჟურნალისტებთან, რომ აშშ-ის ხელისუფლება დიდი ხანია ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ნახსენებ საითს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის შესახებ. დოკუმენტების გავრცელებაში დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას, სავარაუდოდ, სასჯელის უმაღლესი ზომა ემუქრება.
კომენტარი