სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს..." - ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი მოკლულ შვილს

ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს არშემდგარ ბოლო ზარს ულოცავს:

"დღეს, 2019 წლის 20 მაისს შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს...

არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი, იმიერ საქართველოში!!!"


შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლეები დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში ე.წ. "ქუჩური გარჩევების" დროს ცივი იარაღით მოკლეს. დღეს მათ სკოლის დამთავრება და ბოლო ზარი უნდა აღენიშნათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100