სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო

თბილისი, 24 სექტემბერი, 2014 - საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი ჩაირიცხა. ჩარიცხული სტუდენტების შერჩევა მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდა – ჯამში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 200-ზე მეტ ადამიანს ქონდა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების 78%, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტების 10%–ს განეკუთვნება.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 46 სტუდენტიდან, რეიტინგით პირველ ათეულში მოხვედრილის სწავლის საფასური სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა. რეიტინგით შემდეგი 20 სტუდენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საჩუქრად გადაეცა 2013-14 წლებში შექმნილი თანამედროვე სასწავლო მასალები.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge


საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, მისი ბიზნესის სკოლისა და სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100