
თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის
გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირითადად, თიბისის
ტექ პროფესიონალები კითხულობენ.
თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო
პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა
სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც
გულისხმობს.
კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon
Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა.
ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის
გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps
ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი),
რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან.
AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის
ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ის ყველაზე
პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში
გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT
აკადემიაში DevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და
გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან.
“ჩვენ
გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის
სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ
თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე,
რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ „ - ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ
ინჟინერი.
ლაბის
ტექნიკური
მხარე
შეგიძლიათ
იხილოთ
ბმულზე.
პარტნიორობის
ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას - AWS
Gameday-ის, რომელიც, პირველ ეტაპზე, 1 მარტს მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა
და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.
კომენტარი