
zonanews.ge: კალაძის ესკორტმა გოგონა მოკლა
საინფორმაციო სააგენტო zonanews.ge სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით ენერგეტიკის მინისტროს კახი კალაძის ესკორტმა გოგონა მოკლა.
"ხატია ძნელაძე როგორც ზესტაფონიდან “ზონა news” – ს აცნობეს მიღებული ტრამვების გამო გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. შეგახსენებთ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზესტაფონის რაიონში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით კალაძის დაცვისა “ესკორტი” დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია." - წერს zonanews.ge
სააგენტოსავე ცნობით ინციდენტი დღეს, 18 სექტემბერს მოხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას კახი კალაძის პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი გაფრინდაშვილმა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ ენერგეტიკის მინისტრი დღეს დედაქალაქიდან არ გასულა.
კომენტარი