
თბილისში მაღაზია დააყაჩაღეს
ყაჩაღობის შემთხვევა თბილისში - მამრაძის ოთხ ნომერში მდებარე სურსათის მაღაზია ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.
შემთხვევის დროს მაღაზიაში 2 გამყიდველი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყაჩაღმა დანის მუქარით თან 300 ლარის ოდენობის თანხა წაიღო. მომხდარზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი