
ნარკოდანაშაული იმერეთში
სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას დაკავებულებს 97 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" აღმოუჩინეს.
გამოძიება მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავება. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
კომენტარი