
ქართული ვიდეორგოლი საერთაშორისო ფესტივალის აღმოჩენა გახდა
გადამზიდავი კომპანია კამექსის სარეკლამო კლიპმა ბათუმის საერთაშორისო ფესტივალში Ad Black Sea ოქროს მედალი და საუკეთესო ვიდეორგოლის ტიტული დაისაკუთრა. რეჟისორ გიორგი პოპიაშვილის 1 წუთიანი ნამუშევარი საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების სერვისს ეძღვნება და თბილისს შეერთებულ შტატებთან აკავშირებს. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია JWT მეტრომ დაამზადა, პოსტ-პროდაქშენი კი მეტროგრაფს ეკუთვნის.
ფესტივალი Ad Black Sea წელს მეორედ გაიმართა და მის ჟიურიში საერთაშორისო ექსპერტები. კამექსის სარეკლამო რგოლი 7 კატეგორიიდან პირველში Film&Radio – TV&Cinema Commercials 300 კონკურენტ ნამუშევარს შორის შეირჩა.
კომენტარი