
ცნობილი ფოტოს გაგრძელება (ფოტო)
აშშ-ს პრეზიდენტის, ბრიტანეთის პრემიერისა და დენმარკის პრემიერის ამ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყურადღება მიიქცია არამხოლოდ იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი და 2 პრემიერ მინისტრი ფოტოს ერთად იღებდნენ არამედ იმანაც, რომ კადრში აშშ-ს პირველ ლედის უკმაყოფილო სახე აქვს. "მიშელი აშკარად გააბრაზა ქმარმა" - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები. რატომ არ იყო მიშელ ობამა პრეზიდენტივით მხიარულ ხასიათზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა შეგიძლიათ იხილოთ ფოტო, თუ როგორ მოიყვანა ცოლი კარგ ხასიათზე ბარაკ ობამამ.

კომენტარი