
კრიშტიანუ რონალდუ მამა გახდა - ფეხბურთელს ქალიშვილი შეეძინა
კრიშტიანუ რონალდუ მამა გახდა. ამის შესახებ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა Twitter-ზე დაწერა.
"ალანა მარტინა ახლახან დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ,"- წერს რონალდუ.
რონალდუსთვის ეს უკვე მეოთხე შვილია. 8 ივნისს მას ტყუპები შეეძინა. ბავშვები სუროგატმა დედამ გააჩინა. ასევე სუროგატი ქალისგან ჰყავს ფეხბურთელს უფროსი, 6 წლის ვაჟიც. მეოთხე შვილის დედა კი კრიშტიანუს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესია.
კომენტარი