
"ყველაფერი მტკივა, შენ რომ აღარ ხარ, მძულს ყველაფერი" - რას წერს ხალხი ვახტანგ რჩეულიშვილის "ფეისბუქზე"
63 წლის ასაკში დღეს ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით მის "ფეისბუქზე" სამძიმრის წერილები არ წყდება:
"მტკივა. ყველაფერი მტკივა, გული მტკივა. შენ რომ აღარ ხარ, მძულს ყველაფერი.
რატომ ვერ დაამარცხე. როგორ ძალიან მიყვარხარ! საუკეთესო საყრდენი და მეგობარი იყავი შენ ჩემთვის".
"ვახო!!! - წერს ირინა სარიშვილი და რცეულიშვილის ფოტოს აშეარებს.
"ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული, მეწყინა ძალიან!"
"უფალმა გაანათლოს თქვენი სული. ძალიან მეტკინა გული. მადლობა თქვენი რჩევებისა და დარიგებისათვის ძალიან თბილი ადამიანი იყავით", - წერენ რჩეულიშვილის "ფეისბუქზე".
კომენტარი