
გუშინ ღამით ხულოში შვიდი სახლი დაიწვა
აჭარაში ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში მოხდა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე დახმარება ერთ პირს გაუწია. ხანძრის გამომწვევი მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.
კომენტარი