
აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი დააკავეს
აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი გია ემირიძე დაკავებულია. ემირიძე ბათუმში დააკავეს. დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია .
წინასწარი ინფორმაციით, გია ემირიძე ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
გია ემირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2012 წლის 14 ნოემბერს წარადგინა.
კომენტარი