
საპროტესტო აქცია ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან
სოციალურად დაუცველი პირები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გვიანობამდე იმყოფებოდნენ. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
სოციალურად დაუცველებთან შესახვედრად ბიზნეს-ცენტრთან გუშინ ღამით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო მივიდა. მათ მინისტრთან საუბრისას კიდევ ერთხელ თქვეს უარი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაზე და ქირით შესახლებაზე.
სოციალურად დაუცველი პირები ბიზნეს -ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს ესაუბრნენ. მათი განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მოლაპარაკებას შეჰპირდა. შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიზნეს-ცენტრში დღეს შედგება.
კომენტარი