
კიკაბიძეს დაბადების დღე რუსეთის პირველმა არხმაც მიულოცა
ბუბა კიკაბიძე 76 წლის გახდა. საბჭოთა კავშირის დამსახურებულ არტისტს დაბადების დღე რუსეთის პირველმა არხმაც მიულოცა.
„დღეს ვახტანგ კიკაბიძე 76-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. კიკაბიძე გახლავთ მსახიობი, რომლისთვისაც სპეციალურად დაიწერა ფილმ მიმინოს სცენარი, ტიტრებში ის მოხსენიებულია, როგორც ბუბა კიკაბიძე.“ - ნათქვამია რუსეთის პირველი არხის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბუბა კიკაბიძის ფოტოების აღწერილობაში.
კომენტარი