სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცის გამო მტრობაში გადასული მეგობრობა - რატომ დაუპირისპირდა რიანა ჯენიფერ ლოპესს?

ჯენიფერ ლოპესისა და რიანას მეგობრობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ „გრემის“ დაჯილდოებაზე ჯეი-ლომ რიანას ჰკითხა, უნდოდა თუ არა მასთან დუეტი ჩაეწერა, რაზეც რიანამ უპასუხა, რომ ჯენიფერთან დუეტის ჩაწერაზე ყველა ოცნებობდა. 2015 წლის მარტში კი ისინი ხმის ჩამწერ სტუდიაში მართლაც აღმოჩნდნენ, თუმცა არა სიმღერისთვის, არამედ მულტფილმის „სახლი“ გასახმოვანებლად. ჯეი-ლო ახმოვანებდა დედის პერსონაჟს, რიანა კი - შვილისას. სამუშაო პროცესის დამთავრების შემდეგ ჯენიფერმა აღნიშნა, რომ რიანა ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანია და უკვე ძალიან შეაყვარა თავი. 2016 წლის დასაწყისში რიანამ გამოუშვა ფეხსაცმლის ძალიან შეზღუდული კოლექცია, ერთი წყვილი კი ლოპესსაც გაუგზავნა, რომელსაც თან ახლდა წერილი: „შენ ეს ფეხსაცმელი ჩემზე მეტად მოგიხდება“. ჯენიფერმა ფეხსაცმლისა და წერილი ფოტო თავის ინსტაგრამის გვერდზე განათავსა და სიმღერის „Ain't Your Mama” კლიპის გადაღებაზეც ეცვა.

მას შემდეგ, რაც რიანას შეყვარებულმა, რეპერმა დრეიკმა ჯენიფერი პაემანზე დაპატიჟა და მას შემდეგ ყურადღებას არ აკლებს, რიანამ ეჭვიანობის სცენები ღიად გამართა. თავდაპირველად ინსტაგრამის გვერდზე ლოპესის მიმდევრებიდან ამოშალა თავისი თავი, ამის შემდეგ დაურეკა ტელეფონზე და ხმამაღალი კივილით ემუქრებოდა და ლანძღავდა მეტოქეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯენიფერი სიმშვიდეს ინარჩუნებს და რიანას ინსტაგრამის მიმდევარიც რჩება ჯერჯერობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100