
კომპანია Gibson-მა მძიმე მეტალის საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგი შეადგინა
კომპანია Gibson-მა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გიტარების წარმოებით არის დაკავებული, მძიმე მეტალის საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგი შეადგინა.
პირველი ადგილი Black Sabbath-ის გიტარისტს, ტონი აიომმის მიაკუთვნეს.
მეორე ადგილი Metallica-ს გიტარისტებმა, კირკ ჰემმეტტმა და ჯეიმს ჰეტფილდმა გაინაწილეს. მესამე ადგილს კი Quiet Riot-ის გიტარისტი, რენდი როუდსი დასჯერდა. სრული ათეული კი ასე გამოიყურება: ტონი აიომი, კირკ ჰემმეტტი და ჯეიმს ჰეტფილდი, რენდი როუდსი, ჯონ პეტრუჩი, დეიმბეტ დარრელლი, ედი ვან ჰალენი, ზაკ უაილდი, ადამ ჯონსი, დეივ მიურეი და ედრიან სმიტი, ჯორჯ ლინჩი.
კომენტარი