
„ჩილ აუთ რა“ - ყაზტრანგაზის ცინიკური პასუხი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ მოქალაქეს
რამდენიმე დღის წინ ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილმა მოქალაქემ ყაზტრანგაზ თბილისს ფეისბუქის გვერდზე მიმართა, რადგან საღამოს 6 საათის შემდეგ კომპანიის ცხელი ხაზი აღარ მუშაობს.
მოქალაქემ პასუხი დაგვიანებით და უცნაური ფორმით მიიღო „გამარჯობათ. ჩილლ აუთ ბრო“ - იყო პსუხი ყაზტრანგაზის ფეისბუქ გვერდის ადმინისგან.
ცნობისთვის აღნიშნული მოქალაქის უბანში ბუნებრივი აირი თითქმის 2 დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო გათიშული იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები არავის გაუფრთხილებია წინასწარ, არადა მათი უმეტესობა სწორედ ბუნებრივი აირით თბება, ქუჩაში კი ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალი იყო.
უკმაყოფილო მოქალაქისა და ყაზტრანგაზის ფეისბუქ გვერდის ადმინის მიმოწერა იხილეთ სტატიაზე მიბმულ ფოტოებზე.
კომენტარი