
ხვალ, „აიტექნიკსა" და iPhone+-ს შორის დავაზე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია შიოშვილი “აიტექნიკსა” და iPhone+-ს შორის მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ გამოაცხადებს.
„აიტექნიკმა” სასამართლოს iPhone+_ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ “აიტექნიკის” სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+-სს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო.
iPhone+ მის მიმართ დადებულ ყადაღას “აიტექნიკის” დამფუძნებლების ახლობლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კვალზე მიუთითებდა.
საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის პროცესი დაასრულა და მოსამართლე შიოშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 8 მაისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
კომენტარი