
"5 წელია მახარებს, მაოცებს, ცხოვრებას მილამაზებს" - ნახეთ რას წერს თათია შარანგია ქმარზე
პიანისტი თათია შარანგია ქმარს, სანდრო შელიას თბილ სტატუსს უძღვნის. ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი მეორე ქმრის გაცნობაზე წერს: "5 წელი გასულა რაც გავიცანი... 5 წელი გასულა რაც ჩემმა ცხოვრებამ იცვალა ფერი... 5 წელია მახარებს, მაოცებს, ცხოვრებას მილამაზებს და უკეთესს მხდის !!! 105 კიდევ წინაა!!! მიყვარხარ სანდრო!!!", - წერს თათია შარანგია ქმარზე, სანდრო შელიაზე.
თავის მხრივ კი სანდრო სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "ყველაზე ლამაზი, ტალანტიანი და საოცარი ქალი მსოფლიოში - ჩემია!" - წერს შარანგიას მეუღლე.
კომენტარი